გაცნობითი შეხვედრა დამსაქმებლებთან – ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის!
2025 წლის 20 მარტს , კოლეჯ „სიოში“ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა დამსაქმებლებთან, სადაც კლინიკა ,,ჰოსპიტალ სერვისმა“ სტუდენტებს შესთავაზა პრაქტიკული კომპონენტის გავლა კლინიკაში ანაზღაურებადი სტაჟირების სახით.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, სტუდენტებმა მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ!
485609212 1202100561924047 5764263173873792257 n

დღეს 6 თებერვალს კოლეჯში "სამართლებრივი ასპექტები საექთნო საქმეში" მოდულის გავლის შემდეგ სიოში გაიმართა მხატვრული ფილმის "ჩემი და მფარველი ანგელზი" ჩვენება. აუდიტორიაში შეიქმნა კინოდარბაზის სიტუაცია, სტუდენტებს გავუმასპინძლდით პოპკორნით. ფილმის სიუჟეტმა გამოიწვია წარუშლელი შთაბეჭდილება, რომლის განხილვა გაიმართება ლექციაზე.

ფილმის ჩვენებას სტუდენტებთან ერთად კოლეჯის დირექციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

nius

20250206 130302

WhatsApp Image 2025 02 06 at 16.44.31 5d719867

დღეს კოლეჯ სიოში გაიმართა პრეზენტაცია კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშრებით, რომელიც ემსახურება ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. დაავადების სომპტომით ნაადრევი ამოცნობა და სკრინინგები გამოჯანმრთელების უმთავრესი პირობაა.

image7652bf19 c0f6 4bf5 b8cb a52e6dfc5d6d

შპს „სიო“ - ში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა - „სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“. კურსის მიმდინარეობისას მსმენელებმა გაიარეს სააღმზრდელო პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და პირველადი გადაუდებელი დახმარების მანიპულაციები.

პროგრამის დასრულბის შემდეგ მსმენელებს გადაეცა ორენოვანი სახელმწიფო სერთიფიკატი.

SKOLAM2156c7ff f4c0 499d 9b5f 97b036f1a52d3edabde6 7ea4 4072 9b1a 58512b2bc813 

შპს „სიო“-ში დასრულდა მოკლევადიანი მომზადების პროგრამა „შინმოვლის სპეციალისტი“-ს კიდევ ერთი გამოშვება.

shinmovla111