845747631 1745035887630509 4744185325341900580 n

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შპს „სიო“ ასახულია გერმანიის Anabin-ის საინფორმაციო ბაზაში — სისტემაში, რომელიც უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.
Anabin-ის ბაზაში ჩვენი კოლეჯის შესახებ ინფორმაციის არსებობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი დაწესებულების შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. 
ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
გვჯერა, რომ ცოდნა საზღვრებს არ ცნობს და თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობების საფუძველია! 

შპს „სიო“ — ცოდნა, პროფესია და მომავლის შესაძლებლობები!

📌მეორადი ჩარიცხვებისათვის გადადით შემდეგ ლინკზე 🔗 online.naec.ge და აირჩიეთ ნომერი 243 👈 ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 📲 592 245 245

806073122 1712325870901511 570392754294557313 n

💆‍♀️✨ კოლეჯ „სიო“-ს სპა თერაპევტის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელები პრაქტიკას ქალაქ წყალტუბოში გადიან. 🌿💙 🤍

749403995 1657032766430822 8303722568080867618 n749846098 1657032929764139 6007612857980520486 n750785224 1657032829764149 5155996837319712710 n750903986 1657032783097487 5945525818110736714 n752150820 1657032803097485 5811757310789091167 n

🎓 გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
კოლეჯი „სიო“ გულითადად ულოცავს საექთნო საქმის პროგრამის კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ გზას, უწყვეტ განვითარებას, ღირსეულ კარიერასა და მრავალ ბედნიერ პაციენტს, რომელთა ცხოვრებაშიც თქვენი ცოდნა და თავდადება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

743805705 1648304660636966 2542278127613721789 n744536198 1648293343971431 1576255410015301150 n742331134 1648293220638110 1891813328557098779 n

🩺🚑 კოლეჯ „სიოში“ წარმატებით გაიმართა პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების პროგრამის მასტერკლასი 🎉
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირებისთვის. ⛑️
🎓 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები
👏 გულითად მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის. გვიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ უსაფრთხოების კულტურის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე.
💙 კოლეჯი „სიო“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს პრაქტიკული და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარები.
730640228 1634100608724038 3536207015288372863 n731391151 1634102635390502 3870536581014587920 n731727077 1634102775390488 7891750441712153308 n731808121 1634102672057165 122833516045908714 n