iiivacansiebi

საზოგადოებრივი კოლეჯი "სიო" აცხადებს ვაკანსიას

ოფის მენეჯერის და ბიბლიოთეკარის თანამდებობებზე

მსურველებს უნდა გააჩნდეთ:

  1. სპეციფიკური განათლება ან მუშაობის 3 წლის გამოცდილება იდენტურ თანამდებობაზე;
  2. ფლობდეს კომპიუტერული უნარჩვევებს;
  3. იყოს კომუნიკაბელური და გააჩნდეს საქმისადმი ინტერესი

მსურველებმა გადმოაგზავეთ  cv  და  ფოტოსურათი 3x4  მეილზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

საბუთების განხილვის შემდგომ დაგიკავშირდებიან თქვენს მობილურზე ან ელ. ფოსტაზე, რომელიც მითითებული იქნება cv_ში.

სამუშაოს პირობები :

სამუშაო დრო-კვირაში 20სთ (ნახევარი განაკვეთი)

დასვენება -შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში .

ჩვენი საკონტაქტო ტელეფონები :

599 94 18 77

557 70 81 55

struqtura

შონმოვლის სპეციალისტის მოკლევადიანი მომზადების პროგრამის  კვლევის ანალიზი

2024 წლის მარტის თვეში ჩატარდა  მოკლევადიანი მომზადების პროგრამა „ შონმოვლის სპეციალისტის„ კურსდამთავრებულთა  გამოკითხვა.  გამოკითხვა ანონიმურია და მიზნობრივი აუდიტორიისთვის  ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტ  დახურული ჯგუფების, ელექტრონული ფოსტების და კოლეჯის კუთვნილ საიტზე განთავსებული ლინკის მეშვეობით. მონაწილეობა მიიღო ურსდამთავრებულთა უმეტესობამ.

 გამოკითხვებიდან ნათლად ჩანს , რომ სრულად ფლობენ ინფორმაციას მომზადების პროგრამა შონმოვლის სპეციალისტის შესახებ, რომელიც მიეწოდა მათ პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლების მიერ.

აბსოლუტური უმრავლესობის აზრით ადგილი არ ქონია მიკერძოებას, რადგან  ყველა მოსარგებლისათვის  პირობები თანაბარია. განმახორციელებლი პირების მხრიდან გრძნობენ მუდმივ  მზაობას  შესასწავლი მასალა გახდეს გასაგები როგორც მრავალჯერადი ახსით, ისე ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის გზით. ხოლო თანამედროვე სადემონსტრაციო საშუალებების  გამოყენება ინფორმაციის სრულად მიწოდებას უზრუნველყოფს .

გამოკითხულ მოსარგებლეთა უმეტესობა აფიქსირებს კოლეჯი შპს სიოს ადმინისტრაციული პირების მომსახურების სრულად და ამომწურავად მიღებას. ასევე ინფორმაციის  მისაღებად იყენებენ კოლეჯის ვებ-გვერდს და  სოციალურ ქსელს.

            მოსაგერბელთა 97,9% მოლოდინი კოლეჯსა და  სწავლებასთან დაკავშირებით გამართლდა.

რაც შეეხება რეკომენდაციები შემოიფარგლა უმეტესად მდალობით, თუმცა ერთმა დაფიქსირდა დაწესებულებების გახნა სადაც ბენეფიციარები იგრძნობენ თავს კარგად გადამზადებული შინმოვლის სპეციალისტების მომსახურებით.

სტუდენტთა სერვისების განვითარების მიზნის ამოცანების შესაბამისად კოლეჯ სიოში დაიგეგმა და განხორვიელდა პროფესიულ სტუდენტთა კვლავა. კითხვარები საჯაროა ელ.ფოსტაზე, ასევე სოციალურ ჩატებსა და ჯგუფებში. გამოკითხვა მომდინარეობდა ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე. გამოკვლევის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 115 სტუდენტმა და გამოიკვეთ ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია.

 ჩვენი კოლეჯის მისიის შესაბამისად ხელს ვუწყობთ სწავლის უწყვეტობას ასაკის მიუხედავად,რაც  აჩვენა კიდევ ერთხელ კვლევებმა : 40 წელს ზემოთ ასაკის აღმოჩნდა 17,5 % , ხოლო 14,3 % 21 წლის. თუმცა ჯერ-ჯერობით  განდერული თვალსაზრისით ისევ 91,4 %

-ით მდედრობითი სქესი ლიდერობს. მნიშვნელონავია ხარისხის კუთხით, რომ 83,6%-სათვის საექთნო საქმის პროფესია საკუთარი მოწოდებაა. როგორც რეგიონის მომსახურებაზე  გათვლილი  სტუდენტები მოსასვლელად საჭიროებენ 30 წუთიდან 1სათამდე დრო.

            კვლევებში გამოიკვეთა , რომ ვებ-გვერდზე ინფორმაციას ხშირად ევნობა სტუდენტთა 45.7 %, ხოლო დანარჩენი კი იშვიათად ან კვირაში ერთხელ. ამიტომ საჭიროა საიტის მეტი  პოპულარიზაციისათვის ახალი აქტივობის დამატება.

სტუდენტები კარგად იცნობენ სასწავლებლის მარეგულირებელ დოკუმენტებს, როგორიცაა ( დებულება, შინაგანაწესი,სტუდენტის ხელოშეკრულების პირობები, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის პირობები,გარე და შიგა მობილობის პირებები, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმებს, პსდ_ში მოქმედ შედეგების დადასტურების პროცედურებს, დადასტურების აპელაციის პროცედურებს შემდგომ ნაბიჯებს და ვის მიმართონ ასეთის შემთხვევაში, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი, პირველადი გადაუდებელი დახმარების წესი, უსაფრთხოების წესი. რაც დაადასტურეს კვლევებმაც და საავტორიზაციო ჯგუფთან ინტრვიუებში. აღნიშნული მარეგულირებლებს ეცნობიან სტუდენტები შეხვედრაზე, მიცდით ელ.ფოსტებზე და ეცნობიან  ხელშეკრულების დადების დროს .

 

კოლეჯის თანამშრომლეთა შორის ჩატარდა გამოკითხვა შრომითი ჩართულობისა და კმაყოფილების შესახებ. წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგებს:

 

 მიღებული შედეგები: ვეთანხმები არ ვეთანხმები
მომწონს და მსიამოვნებს  სამუშაო, რომელსაც  ვაკეთებ 100% 0%
კარგად მესმის, თუ რა არის ჩემი ფუნქცია/როლი  სამსახურში 100% 0%
ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაოს ეფექტურად შესრულება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შედეგებისთვის 100% 0%
ჩემი სამუშაოს უდიდესი ნაწილი რუტინული და მოსაბეზრებელია 21% 79%
ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაო შემოქმედებითი და მრავალფეროვანია 100% 0%
როდესაც ორგანიზაციია მიღწევებზე საუბრობენ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პირადი მიღწევაც არის 93% 0%
ყოველთვის ვიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევასრულე ჩემზე დაკისრებული მოვალეობები 100% 0%
ორგანიზაციაში  კარგი სამუშაო გარემოა 100% 0%
ვფიქრობ, რომ სამსახურში მაფასებენ, როგორც პროფესიონალს 100% 0%
ჩემი სამუშაო პროფესიული კმაყოფილების განცდას მანიჭებს 100% 0%
ორგანიზაციაში ჩემი  მიღწევების შესაბამის აღიარებას ვიღებ 100% 0%
ჩემი სამუშაო მაძლევს შესაძლებლობას გამოვიყენო ჩემი ცოდნა და  უნარები 100% 0%
ჩემი სამუშაო თავს რეალიზებულად მაგრძნობინებს 100% 0%
ჩემი სამუშაო  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მაძლევს 100% 0%
ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ხელს უწყობს  ჩემს კარიერულ მიზნებს 100% 0%
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებითი ძალისხმევა გავიღო ჩემი სამუშაოს შესასრულებლად 100% 0%
სამუშაოს ვუთმობ  იმაზე მეტ დროს, ვიდრე განსაზღვრულია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შესაძლოა, რომ ამის გამო აღიარება არ მივიღო 57% 36%
ვფიქრობ, რომ ორგანიზაციაში  ჩემი ანაზღაურების ოდენობა შეესაბამება ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოს 93% 7%
ხშირად ვცდილობ, დავეხმარო კოლეგას თუ მას ბევრი საქმე აქვს 100% 0%
ბევრად პროდუქტიული ვიქნებოდი, თუ სამუშაო პროცესები უფრო გამარტივებული იქნებოდა 43% 57%
ბევრად პროდუქტიული ვიქნებოდი, თუ თანამშრომლებს და უშუალო ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაცია უფრო მეტად მარტივი იქნებოდა 36% 64%
ჩემი შესაძლებლობები  ხშირად აღემატება იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც მიწევს 57% 43%

თანამშრომლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ორიენტირებულია პროგრესზე და მათ ეძლევათ საშუალება განვითარდნენ კარიერული კუთხით. თანამშრომლებს შორის არის კოლეგიალური დამოკიდებულება, ისინი იზიარებენ და ეხმარებიან ერთმანეთს ცალკეული დავალებების შესრულებისას. პერსონალი გრძონბს თანადგომას როგორც კოლეგებიდან ასევე ხელმძღვანელობისაგან. 

Continue Reading