ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოლეჯ "სიო"ში გაიმართა შემეცნებითი კონფერენცია, ასევე მოხდა საზოგადოებასთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.28.09 2023

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, შპს „სიო“-ს უსაფრთხოების მენეჯერმა სტუდენტებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების შესახებ. ინსტრუქტაჟისას გარდა თეორიული ინფორმაციისა, სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის პრინციპებსა და საევაკუაციო გეგმას.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, შპს „სიო“-ში გაიმართა კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი
4 აგვისტოს, შპს „სიო“-ში გაიმართა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის, „შინმოვლის სპეციალისტი“-ს მეექვსე ნაკადის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატის გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პერსონალი და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლები.
შპს „სიო“-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი სიორდიამ, წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად მადლობის სიგელი გადასცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვისცენტრს და გამოთქვა მზაობა შემდგომი წარმატებული თანამშრომლობისათვის.