4 აგვისტოს, შპს „სიო“-ში გაიმართა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის, „შინმოვლის სპეციალისტი“-ს მეექვსე ნაკადის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატის გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პერსონალი და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლები.

შპს „სიო“-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი სიორდიამ, წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად  მადლობის სიგელი გადასცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვისცენტრს და გამოთქვა მზაობა შემდგომი წარმატებული თანამშრომლობისათვის.

11warmatebuli tanamshromloba222

24 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით შპს „სიო“-ში გაიმართა სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 

გამოცდა მიმდინარეობდა ორ ეტაპად: 24-25-26 ივლისს პრაქტიკული გამოცდა, ხოლო 27-28 ივლისს თეორიული გამოცდა.

ნიუსის პსდ

Continue Reading

შპს სიო-ს ესტუმრა: საქართველოს სახალხო მწერალი - თეიმურაზ ლანჩავა,

  •   „საქართველოს სახალხო მწერალი
  •   ხელოვნების ქურუმი
  •   კულტურის რაინდი
  •   ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი
  •   ქართული კულტურის დესპანი
  •   ქუთაისის  საპატიო მოქალაქე
  •   დაჯილდოებულია დავით აღმაშენებლისა და ალექსანდრე პუშკინის ოქროს მედალებით და
  •   იმედის ვარსკვლავით

არის ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი   ლეონიძის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, აბუსერიძე ტბელის, მემედ აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიების ლაურეატი, არის საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. საზოგადოება „ქუთაისელის“ თავმჯდომარე, ჟურნალ „მერმისისა“ და გაზეთის „უქიმერიონის“ დამფუძნებელი და მთავარი  რედაქტორი, ქრისტიანული პოეზიის მეთორმეტე ფესტივალზე დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით „წმინდა ნინოს ჯვარი“.

  საპატიო სტუმარს თანმხლებ მეგობრებთან ერთად მასპინძლობდა შპს „სიო“-ს სამედიცინო კოლეჯის მკითხველთა ჯგუფი, სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ექიმები პარტნიორი ორგანიზაციიდან (ჯეო-ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი),  კოლეჯში მოწვეული სპეციალისტი - გერმანიიდან- სალომე სიორდია, შეხვედრის ინიციატორი - მეგი არველაძე.

              შეხვეედრას საფუძვლად დაედო ბიბლიოთეკისათვის მწერლის მიერ საჩუქრად გადმოცემული  ორტომეული, რომელიც ინტერესით გაიცნეს სტუდენტებმა და გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ცოცხალ მწერალს. სურვლი სიამოვნებით აიტაცა კოლეჯის დამფუძნებელმა და ამჟამად ბიბლიოთეკის გამგის მოვალეობის შემსრულებელმა ციცინო ნემსიწვერიძემ. 

მწერლის საინტერესო მოთხრობები  და ლექსები  დიდხანს იყო განხილვის საგანი.

1

Continue Reading

კოლეჯი სიო მუდამ ზრუნავს სტუდენტთა ჰოლისტურ განვითარებაზე. ამ მიზნით მონაწილეობა მიიღო სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენაზე ''ექსპო მედ ბათუმი'', რომლის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას. 

გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა, საოპერაციო მიდგომების უახლესი მეთოდები სხვადასხვა მიმართულებით. სტუდენტები დაესწრნენ კონფერებციას სადაც გამოკვეთილი იყო ექთნის ფუნქციები ოპერაციის მსვლელობისას.

ექსპო ბათუმი

Continue Reading

?04-05 ივლისს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ქ. ბათუმში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მასშტაბის გაფართოება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა”.
???ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები პეტრე წულუკიძე და ზაირა ბერიძე.
?ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯ "სიო" ს დამფუძნებელი ციცინო ნემსიწვერიძე, კოლეჯის ხარისხის განვითარების სამსახურის მენეჯერი ხათუნა ჭედია მაჩიტიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი სალომე სიორდია..

ნიუსის პსდ357468314 6547748771929822 130395883593290409 n

Continue Reading