4 აგვისტოს, შპს „სიო“-ში გაიმართა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის, „შინმოვლის სპეციალისტი“-ს მეექვსე ნაკადის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატის გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პერსონალი და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლები.

შპს „სიო“-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი სიორდიამ, წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად  მადლობის სიგელი გადასცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვისცენტრს და გამოთქვა მზაობა შემდგომი წარმატებული თანამშრომლობისათვის.

11warmatebuli tanamshromloba222