
„უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმე“-ში არის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა. კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში და სხვა ტიპის ორგანიზაციებში რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურეობას. საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ს პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ბაზა საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ მაღალ კვალიფიციური კადრები. ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული უნარჩვევების გავლის შეწსაძლებლობა გერმანიაში. გამოვირჩევით კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით.
კვალიფიკაციის დონე: V
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დაფინანსების ტიპი: პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 21/დ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე :
- „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing.“
- მიზანი: უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
- დასაქმების სფერო და შესაძლებლობები საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
- მოცულობა და ხანგძლივობა : საექთნო განათლების საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 180 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ მოდულებს. ზოგად მოდულთა კრედიტების რაოდენობა შეადგენს 9 კრედიტს, ხოლო პროფესიული მოდულების კრედიტების რაოდენობა კი 171. საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ზოგადი მოდულები - 9 კრედიტი, თეორიული სწავლება საბაზო მეცნიერებები - 24 კრედიტი, თეორიული სწავლება საექთნო საქმე - 45 კრედიტი, თეორიული სწავლება სოციალური მეცნიერებები - 6 კრედიტი, პრაქტიკული სწავლება - 6 კრედიტი, კლინიკური სწავლება - 90 კრედიტი
- სწავლება-სწავლის პროცესის ხანგრძლივობა არის სამი წელი.
„მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით. ქართული ენა A2 15 კრედიტი, ქართული ენა B1 15 კრედიტი, ქართულ ენოვანი პროფესიული სტუდენტებისათვის