მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, შპს „სიო“-ს უსაფრთხოების მენეჯერმა სტუდენტებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების შესახებ. ინსტრუქტაჟისას გარდა თეორიული ინფორმაციისა, სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის პრინციპებსა და საევაკუაციო გეგმას.




 
                                             
                                             
                                             
                                            