კოლეჯ სიოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სუიციდის პრევენცია“, რომელიც წარადგინა მედიცინის დოქტორმა ლალი არველაძემ. შეხვედრის  მიზანი იყო სტუდენტებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე და სუიციდის რისკების ამოცნობა-პრევენცია.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • სუიციდის ძირითადი რისკფაქტორები და ნიშნები;
  • კომუნიკაციის სტრატეგიები თვითმკვლელობის საფრთხის წინაშე მყოფ პირებთან;
  • მხარდაჭერის სისტემების მნიშვნელობა — ოჯახი, მეგობრები, სპეციალისტები;
  • გადაუდებელი რეაგირების გზები და შესაბამისი სამსახურების მიმართვის პროცედურები.

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და რესურსები, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული და პირადი უნარების გაძლიერებას მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით.

მოკლევადიანი პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტის“ მსმენელებისათვის ეს იყო კარგი გამოცდილება, თუ როგორ იმუშაონ გერიატრიულ პაციენტრებთან და შეუქმნან მათ გარემო დეპრისიისა და მარტოობის გარეშე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კოლეჯის სტუდენტური სერვისების მხარდაჭრისა და განვითარების მენეჯერის ნინო ნიკოლეიშვილის ინიციატივით.

ტრენინგი მაღალი ინტერესითა და ჩართულობით წარიმართა.

8bc4b8c6 213e 4839 ac44 83644a7aa6f96936d286 72e1 426c 880f 0460a605a7fa

AAEAAQAAAAAAAAkXAAAAJDIwNTcyNTU5LWJhYWUtNDg3OC1hZGJlLWJjYzc1NzBlMjc2Ng
ყურადღება
2025 წლის 3 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ სიოში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ლალი არველაძე სტუდენტთა სერვისების
მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერის ნინო ნიკოლეიშვილი ინიციატივით ჩატარდება ტრენინგი თემაზე : „სუიციდის პრევენცია“.
მსურველთა დასწრება ნებაყოფლობითია. 
ტრენინგი ჩატარდება ქ.ქუთაისი, გ.ტაბიძის 72/დ
კოლეჯის სიოს დარბაზი.
კოლეჯი სიოს ადმინისტრაცია

Sio Logo 400px

საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში დაიწყო სტუდენტთა რეგისტრაცია უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე „საექთნო საქმე“. მსურველებს პირობების გაგება შეუძლიათ საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში მისამართზე: ქუთაისი,გალაქტიონ ტაბიძის N72/დ მიღების საათები: 10:00 სთ- 17:00. ტელ.: 599-94-18-77; 592-245-245; 557-70-81-55; ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ !!!

გამოცდები ტარდება ქიმიასა და ბიოლოგიაში

გისურვებთ წარმატებებს

გახდი სერტიფიცირებული აღმზრდელი .
გსურს განაახლო შენი პროფესიული უნარები თანამედროვე მიდგომებით?
მაშინ შენზეა მორგებული მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა „სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“.
პროგრამის უპირატესობებია:
• მოკლე ვადა - ინტენსიური კურსი, რომელიც გაძლევს საშუალებას სწრაფად დაეუფლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვის თანამედროვე მეთოდებს.
• პრაქტიკული გამოცდილება - სწავლების პროცესში მიღბული პრაქტიკული ცოდნა დაგეხმარება რეალურ სამუშაო გარემოში.
• კვალიფიკაციის ამაღლება - პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებ სახელმწიფო ორენოვან სერტიფიკატს
მოკლევადიანი პროგრამა განკუთვნილია მომქმედი აღმწრდელებისათვის, რომლებსაც სურთ ფეხი აუწყონ თნამედროვე სტანდარტებს.
სწავლება დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
• ტელეფონი 5970656975
• ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
• ვებგვერდი: www.sio.ge
• მისამართი: ქ.ქუთაისი გ.ტაბიძის 72/დ
oooass
გახდი პროფესიონალი შინმოვლის სპეციალისტი მოკლე დროში!
გაინტერესებს ადამიანის დახმარება და გსურს სწრაფად შეიძინო ახალი პროფესია?
მაშინ ჩვენი მოკლევადიანი შინმოვლის სპეციალისტი პროგრამა შენთვისაა.
პროგრამის უპირატესობებია:
• მოკლე დროში,რომელიც გაძლევს საშუალებას სწრაფად დაეუფლო საჭირო უნარებს.
• პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც მიმდინარეობს გერმანული გამოცდილებით.
• სახელმწიფო სერტიფიკატი, რომელსაც მიიღებ პროგრამის დასრულების შემდეგ ორენოვანია და აღიარებულია დამსაქმებლების მიერ.
მოკლევადიანი პროგრამა „შინმოვლის სპეციალისტი“ განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს სწრაფად შეიძინოს ახალი პროფესია და სურთ დასაქმება სხვადასხვა მზრუნველთა სახლებსა თუ დღის ცენტრებში.
დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე ახალი კარიერა!
სწავლება დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
• ტელეფონი 5970656975
• ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
• ვებგვერდი: www.sio.ge
• მისამართი: ქ.ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის 72/დ
PCMH logo