პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მასაჟის თერაპია

masaji

მიზანი: დანერგოს ისეთი პროფესიული პროგრამა,  რომელიც როგორც ადგილობრივ,  ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს, რომლებიც შეძლებენ,    აღიჭურვონ ყველა იმ საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც განსაზღვრულია პროფესიის სტანდარტით.

კვალიფიკაციის დონე: V

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

ასაკი - არანაკლებ 18 წელი

დაფინანსების ტიპი: პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

სწავლის ხანგრძლივობა: 60 კვირა

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 21/ა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე :

  • მასაჟის თერაპია / Massage Therapy
  • დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

შეუძლია იმუშაოს სარეაბილიტაციო ცენტრებში და კლინიკებში,  სადაც პაციენტებს სჭირდება კუნთოვანი ტკივილის შემსუბუქება,  ტრავმის შემდეგ აღდგენა ან ქრონიკული პრობლემების მართვა. ასევე მოთხოვნადია სპორტულ სფეროში — ფიტნეს კლუბებსა და სპორტულ გუნდებთან,  სადაც სპორტული მასაჟი გამოიყენება დატვირთვის შემდეგ აღდგენისა და ტრავმების პრევენციისთვის.

  • მოცულობა და ხანგძლივობა : მასაჟის თერაპიის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 83 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ მოდულებს. სასწავლო პროგრამა გადანაწილებულია 60 კვირაზე.

შიდა რეგისტრაცია: <<< გთხოვთ გადადით ბმულზე >>>