845747631 1745035887630509 4744185325341900580 n

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შპს „სიო“ ასახულია გერმანიის Anabin-ის საინფორმაციო ბაზაში — სისტემაში, რომელიც უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.
Anabin-ის ბაზაში ჩვენი კოლეჯის შესახებ ინფორმაციის არსებობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი დაწესებულების შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. 
ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
გვჯერა, რომ ცოდნა საზღვრებს არ ცნობს და თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობების საფუძველია! 

შპს „სიო“ — ცოდნა, პროფესია და მომავლის შესაძლებლობები!