„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონებში 2024 წელს განხორციელებული ვცლილებების თანახმად ექთნის და მეან-ექთნის სპეციალობები განისაზღვრა რეგულირებად პროფესიებად და ექვემდებარება სახელმწიფო სერტიფიცირებას. აქედან გამომდინარე : 

2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა ექთნებისა და მეან-ექთნების ერთიანი ელექტრონული რეესტრი. 

2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო საქმიანობა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე იკრძალება.

რეგისტრაცია სავალდებულოა ვებ-გვერდზე: https://nursecertification.moh.gov.ge/

საქმიანობის კანონიერი უფლება 2027 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე მუშაობა ჩაითვლება უკანონოდ.

პროფესიული სტატუსის დადასტურება რეესტრი არის გარანტი იმისა, რომ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ზრდის პროფესიის ავტორიტეტს და ნდობას პაციენტების მხრიდან.

რეგისტრაცია არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის თქვენი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა 2027 წლის 1 ივლისის შემდეგ!

N234