კოლეჯის განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოხდა კურსდამთავრებულთა გამოკითხვა, რათა მიღებული მონაცემების საფუძველზე გაუმჯობესებული იქნას სასწავლო გარემო.
აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 71,4 % დასაქმებულია. ეს კოლეჯისთვის საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რასაც დიდი ყურადღება ექცევა.
.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ დასაქმებულთა 80% დასაქმებულია პროფესიული პროფილით, ანუ კოლეჯში მიღებული განათლების გამოყენებას ახდენენ უშუალოდ პრაქტიკაში, თავიანთი მოვალეობების შესრულებისას.
გამოკითხვაში გვაინტერესებდა ჩვენი სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლების სექტორიც. სადაც აღმოჩნდა, რომ ძირითადად კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი კერძო სექტორში მოღვაწეობს.
ასევე საგულისხმოა დასაქმების ვადებიც. გვახარებს ის გარემოება, რომ სტუდენტები, კვალიფიკაციის მინიჭებიდან საკმაოდ სწრაფად საქმდებიან. რაც მიუთითებს:
- კოლეჯის ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს და განათლების დონე შესაბამისობაშია მაღალ სტანდარტებთან;
- აღნიშნული პროფილის სპეციალისტები მოთხოვნადი არიან შრომით ბაზარზე;