• სიახლეები
  • ჩვენს შესახებ
    • სტრუქტურა
    • ნორმატიული აქტები
      • დებულება
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
      • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
      • საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვა
      • სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია
      • პირველადი გადაუდებელი დახმარება
      • შეფასების სისტემა
      • შრომის შინაგანაწესი
      • უსაფრთხოება
      • შეძენა შენახვის პროცედურა
      • მატერიალური რესურსების გამოყენების წესი
    • ნორმატიული აქტები
      • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
      • სტუდენტთა მხარდაჭერის სტრატეგია
      • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
      • პერსონალის მართვის წესი
      • შრომის უსაფრთხოების გეგმა
      • სახანძრო უსაფრთხოება
      • შრომის უსაფრთხოება
      • საქმისწარმოების წესი
      • საზოგადოებასთან ურთიერთობის წესი
      • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა
      • მოკლევადიანი პროგრამის განხორციელების წესი
    • შპს სიო
      • პერსონალი
      • ისტორია
      • მისია/ხედვა/ღირებულებები
    • განვითარებოს გეგმა
      • ერთ წლიანი 2025-2026
      • ერთ წლიანი 2024-2025
      • ერთ წლიანი 2023-2024
      • ერთ წლიანი 2022-2023
      • შვიდ წლიანი,
      • სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია
      • სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები
        • 2024-2025 წლის გეგმის ანგარიში
        • 2023-2024 წლის გეგმის ანგარიში
        • 2022-2023 წლის გეგმის ანგარიში
        • 2022-2023 წლის შუალედური ანგარიში
        • 2022 წლის 29 მაისი- 29 ნოემბერი
        • 2021-2022 წლის გეგმის შესრულება
        • 2020-2021 წლის გეგმის შესრულება
  • ბიბლიოთეკა
    • ქცევის წესები
    • წიგნადი ფონდი
  • გალერეა
  • კითხვარი
    • გამოკითხვის ანგარიშები
    • გამოკითხვები
      • ადმინისტრაცია
      • ხელმძღვანელის შეფასება
      • მასწავლებელის კმაყოფილების კვლევა
      • სტუდენტთათვის
      • კურსდამთავრებულთა კითხვარი
      • შრომითი კმაყოფილება
      • მოკლევადიანი პროგრამის მსმენელთა
      • მოკლევადიანი პროგრამის
      • სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა
      • პერსონალის თვითშეფასება
      • პერსონალის საჭიროების კვლევა
      • პარტნიორი ორგანიზაციების
      • ადაპტაციის კითხვარი
  • კონტაქტი
  • პროგრამები
    • კატალოგი
    • პროგრამების კატალოგი
    • საექთნო საქმე (მოდულური)
    • შინმოვლის სპეციალისტი
  • სერვისები
    • ვაკანსიები
28 თებ2023

2022-2023 წლის - პროგრამის განმახორციელებელ პირთა გამოკითხვის ანგარიშს

Posted in გამოკითხვის ანგარიშები

პროგრამის განმახორციელებელ პირთა და ადმინისტრაციის  გამოკითხვის ანგარიში

საზოგადოებრივი კოლეჯი სიო, სწავლების ხარისხის, პერსონალისა და მთლიანად ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებისათვის პერმანენტულად აწარმოებს სტუდენტების, პროგრამის განმახორციებლების, ადმინისტრაციის, კურსდამთავრებულთა და პარტნიორების გამოკითხვას.

            გამოკითხვის შედეგების სისტემატიზაციის გზით ხდება მათი ანალიზი და დამუშავება. მიღებული შედეგები, როგორც პრაქტიკამ გვანახა მიუთითებს იმ სუსტ და ძლიერ მხარეებზე რომელზეც ორგანიზაციამ უნდა გაამახვილოს ყურადღება.

წარმოგიდგენთ  2022-2023 წლის - პროგრამის განმახორციელებელ პირთა გამოკითხვის ანგარიშს

პროგრამის განმახორციელებელ პირთა გამოკითხვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

გამოკითხულთა აბსოლიტური უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მოდულების ადაპტირების პროცესში, ხოლო კოლეჯის მხრიდან ხდებოდა მათი აზრის გათვალისწინება მოდულებისა და პროგრამების შემუშავებისას. ისინი დადებითად აფასებენ სასწავლო მოდულებსა და პროგრამას და მათთვის მისაღებია მოდულის სტრუქტურა.

პროგრამის განმახორციელებელ პირთა 14,3% ამბობს რომ სრულად არ ჰქონდა გაწერილი სწავლის დაწყებისას გამოსაყენებელი მასალები და ლიტერატურა, რაც აიხსნება კოვიდ ვირუსის მიერ გამოწვეული გაურკვეველი ვითარებით. მასწავლებლებმა არ იცოდნენ როგორ რეჟიმში მოგვიწევდა, და მოგვიწევდა თუ არა სწავლის დაწყება. იხილეთ დიაგრამა N1

0111

აღსაღნიშნავია პროგრამის განმახორციელებელ პირთა მზაობა გაიარონ, და აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა ტრეინინგების საშუალებით.

ხომ არ საჭიროებთ რაიმე საკითხებზე დამატებით ტრეინინგს/ კონსულტირებას?

02222

14 % თვლის რომ საჭიროა დამატებითი მატერიალური და ტექნიკური ბაზა პროგრამის განსახორციელებლად, ამიტომ საჭიროა მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, რათა მოხდეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და გაუმჯობესება. ისინი აღნიშნავენ რომ ხშირად იყენებენ დამატებით რესურსებს სასწავლო პროცესში, გაკვეთილისას დიდ დროს უთმობენ პრაქტიკის ნაწილს.

ასევე საინტერესოა ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვის შედეგებიც:

რომლებიც ამბობენ რომ მათი მთავარი მოტივი დაკავებულ პოზიციაზე მუშაობისას არის : თავიანთი გამოცდილება მოახმარონ ახალი თაობის გაზრდას, რაც რათქმაუნდა მისასალმებელია.

ადმინისტრაციული პერსონალი იცნობს კოლეჯის ვებ-გვერდს და 71% ყოველდღიურად სტუმრობს მას

03333

 

 

09 იან2023

სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა უფლებების დაცვისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ

Posted in გამოკითხვის ანგარიშები

შპს „სიო“-ს მიერ ჩატარდა აქტიურ სტუდენტთა გამოკითხვა რათა უკეთ გააანალიზოს და შეაფასოს რამდენად კმაყოფილნი არიან სტუდენტები სასწავლებლის სსერვისებით.  ასევე კითხვარში დასმულია ისეთი შეკითხვები, რომელათა მეშვეობითაც შესაძლებელია დავადგინოთ რამდენად კარგად იცნობენ სტუდენტები თავიანთ უფლებებს და კოლეჯში მოქმედ წესებს. სულ გამოიკითხა 83 სტუდენტი. წარმოგიდგენთ დიაგრამებსა და გამოკითხვის შედეგებს.

stud1

სტუდენტთა უმრავლესობა პასუხობს, რომ მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს სტუდენტთა საინფორმაციო შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკითულთაგან არცერთი არ პასუხობს, რომ ისინი არ იცნობენ საკუთარ უფლებებს.

კითხვარის შედეგები გვიჩვენებს, რომ სტუდენტები ინფორმირებულნი არიან შეფასების სისტემაზე  და აპელაციის შესახებ. მათ იციან როგორი ფორმით უნდა გამართონ კომუნიკაცია კოლეჯის პერსონალთან და ადმინისტრაციასთან რათა გათვალისწინებულ იქნას სტუდენტთა შეხედულებები და მოსაზრებები. სტუდენტები ასევე გრძნობენ თანადგომას კოლეჯის მხრიდან დასაქმების სფეროში. მათი უმეტესობა პერმანენტულად იღებს ინფორმაციებს შესაფერისი ვაკანსიების შესახებ.

იხილეთ გამოკითხვის ამსახველი დამატებითი დიაგრამები:

stud2 stud3

30 დეკ2022

პერსონალის საჭიროების კვლევა

Posted in გამოკითხვის ანგარიშები

პერსონალის საჭიროების კვლევის ფარგლებში შპს „სიო“-ში ჩატარდა პერსონალის გამოკითხვა. მიღებული შედეგების ანალიზისას გაირკვა თანამშრომელთა მუშაობის ხანგრძლიობა: (იხილეთ დიაგრამა)

SACH

თანამშრომლები აცხადებენ რომ უკანასკნელ პერიოდში ხშირად მიუღიათ მონაწილეობა ტრეინინგებში და ვორკშოპებში. ხოლო მიღებულ გამოცდილებას წარმატებით იყენებენ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

გამოკითხვის მნიშვნელოვანი მიგნებაა იმ საჭიროებების ჩამონათვალი რომელთაც თავად დასაქმებულები თვლიან რომ ესაჭიროებათ

 გთხოვთ  დაასახელოთ დამატებით რა საჭიროება გაქვთ,   იმისათვის რომ უკეთ შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობა?

უფრო მეტი ტრენინგი სისტემურ სიახლეებზე

ინდივიდუალური მუშაობა

კომპიუტერები,პროექტორი

სიახლეების შესაბამისი ტრენინგები

თეორიული მასალის ონლაინ სწავლების შესაძლეობა

თანამედროვე სიახლეებისა და ინოვაციების გაცნობის ტრენინგები და ვორკშოპები

SACH2

30 დეკ2022

პერსონალის თვითშეფასება

Posted in გამოკითხვის ანგარიშები

თვითშეფასების პრობლემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანზე, მის შრომისუნარიანობაზე, ფსიქოემოციურ მდგოამრეობაზე, ეს კი თავისთავად დიდ სირთულეებს ქმნის სამუშაო გარემოში და დიდ თავსატეხს წარმოადგენს მენეჯერებისთვის. მიღებული ინფორმაცია კი შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს მართვის კუთხით. მსგავსი ტიპის ცოდნა ძალზედ პრაქტიკულია და დაეხმარება მმართველ რგოლს შესაბამისი სტრატეგიისა და მექანიზმების შემუშავებაში. სწორედ აღნიშნული ფაქტორების შესაბამისად შემუშავდა „პერსონალის თვითშეფასების კითხვარი“ და გამოიკითხა ორგანიზაციის თანამშრომლები.

გამოკითხვის შედეგად ვადგენთ, რომ თანამშრომლები მათი სამუშაოს შესრულებისას ნაწილობრივ განიცდიან დროის უკმარისობას.

tvit1

ასევე ირკვევა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები ხშირად ესწრებიან ტრენინგებსა და ვორკშოფებს. რომელთა სიხშირეც თითქმის ყოველ თვეა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსების განახლებაზე ზრუნვა

წიგნადი ფონდის შევსება ევექსის სახელმძღვანელოებით

tvit2

30 დეკ2022

შრომითი ჩართლობისა და კმაყოფილების კვლევა

Posted in გამოკითხვის ანგარიშები

 

კოლეჯის თანამშრომლეთა შორის ჩატარდა გამოკითხვა შრომითი ჩართულობისა და კმაყოფილების შესახებ. წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგებს:

 

 მიღებული შედეგები: ვეთანხმები არ ვეთანხმები
მომწონს და მსიამოვნებს  სამუშაო, რომელსაც  ვაკეთებ 100% 0%
კარგად მესმის, თუ რა არის ჩემი ფუნქცია/როლი  სამსახურში 100% 0%
ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაოს ეფექტურად შესრულება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შედეგებისთვის 100% 0%
ჩემი სამუშაოს უდიდესი ნაწილი რუტინული და მოსაბეზრებელია 21% 79%
ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაო შემოქმედებითი და მრავალფეროვანია 100% 0%
როდესაც ორგანიზაციია მიღწევებზე საუბრობენ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პირადი მიღწევაც არის 93% 0%
ყოველთვის ვიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევასრულე ჩემზე დაკისრებული მოვალეობები 100% 0%
ორგანიზაციაში  კარგი სამუშაო გარემოა 100% 0%
ვფიქრობ, რომ სამსახურში მაფასებენ, როგორც პროფესიონალს 100% 0%
ჩემი სამუშაო პროფესიული კმაყოფილების განცდას მანიჭებს 100% 0%
ორგანიზაციაში ჩემი  მიღწევების შესაბამის აღიარებას ვიღებ 100% 0%
ჩემი სამუშაო მაძლევს შესაძლებლობას გამოვიყენო ჩემი ცოდნა და  უნარები 100% 0%
ჩემი სამუშაო თავს რეალიზებულად მაგრძნობინებს 100% 0%
ჩემი სამუშაო  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მაძლევს 100% 0%
ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ხელს უწყობს  ჩემს კარიერულ მიზნებს 100% 0%
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებითი ძალისხმევა გავიღო ჩემი სამუშაოს შესასრულებლად 100% 0%
სამუშაოს ვუთმობ  იმაზე მეტ დროს, ვიდრე განსაზღვრულია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შესაძლოა, რომ ამის გამო აღიარება არ მივიღო 57% 36%
ვფიქრობ, რომ ორგანიზაციაში  ჩემი ანაზღაურების ოდენობა შეესაბამება ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოს 93% 7%
ხშირად ვცდილობ, დავეხმარო კოლეგას თუ მას ბევრი საქმე აქვს 100% 0%
ბევრად პროდუქტიული ვიქნებოდი, თუ სამუშაო პროცესები უფრო გამარტივებული იქნებოდა 43% 57%
ბევრად პროდუქტიული ვიქნებოდი, თუ თანამშრომლებს და უშუალო ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაცია უფრო მეტად მარტივი იქნებოდა 36% 64%
ჩემი შესაძლებლობები  ხშირად აღემატება იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც მიწევს 57% 43%

თანამშრომლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ორიენტირებულია პროგრესზე და მათ ეძლევათ საშუალება განვითარდნენ კარიერული კუთხით. თანამშრომლებს შორის არის კოლეგიალური დამოკიდებულება, ისინი იზიარებენ და ეხმარებიან ერთმანეთს ცალკეული დავალებების შესრულებისას. პერსონალი გრძონბს თანადგომას როგორც კოლეგებიდან ასევე ხელმძღვანელობისაგან. 

Continue Reading

  • 1
  • 2
  • 3
Powered by Warp Theme Framework